
ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში 2001 წელს გადაღებულ ფოტოებს აზიარებს, რომელშიც მისი და მისი მეუღლის ჯვრისწერის ცერემონიაა აღბეჭდილი. კადრებში ჩანს, რომ ნარიყალას ციხესიმაგრეზე გამართულ ცერემონიას იმჟამად მამა შიო (დღეს პატრიარქი შიო მესამე) ასრულებს.
თეა გოგოტიშვილი იხსენებს იმ პერიოდს და აღნიშნავს, რომ მას ერთგვარი „წინასწარმეტყველებაც“ კი ჰქონდა, რომელიც წლების შემდეგ რეალობად იქცა:
„ისტორიული ფოტოები: 2001 წელი, ჩვენი ჯვრისწერა ნარიყალაზე. მაშინდელი მამა შიო და ჩემი „წინასწარმეტყველება“, რომელიც დღეს რეალობაა. სიყვარულით და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს ამ საპასუხისმგებლო გზას! მისი მოღვაწეობა ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სიძლიერის გარანტი!“, - წერს გოგოტიშვილი.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე