რეზონანსი
13.05.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ომის ერთი დღე ქვეყანას 450 მილიონი დოლარი უჯდება.

„უკრაინაში ომის ერთი დღე დაახლოებით 450 მილიონი დოლარი ღირს. გარდა ამისა, ჩვენ ჯარისკაცების სისხლითაც ვიხდით საფასურს. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მაღალ ფასს ვიხდით“, - განაცხადა სიბიგამ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სიბიგამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი მშვიდობის დამყარების კუთხით უკრაინისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს, მაგრამ ამისთვის აშშ-ის მონაწილეობაა საჭირო.

„არ მჯერა, ან არარეალურად მიმაჩნია ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევის ნამდვილი პროცესის დასრულება ამერიკული მხარის მონაწილეობის გარეშე. ეს შეუძლებელია. ჩვენ მათი მონაწილეობა გვჭირდება, თუმცა პარალელურად საჭიროა მათი ზეწოლა რუსეთზე“, - დასძინა სიბიგამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×