
„ხაზგასმით ვამბობ, „ნაცები“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, გახარიას პარტიაში „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი არ აინტერესებთ.
„ჩვენთვის „ნაცები“ არის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“. არც განგვიხილავს, არც განვიხილავთ და მომავალშიც არ იქნება განხილული. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, ჩვენთვის წითელი ხაზი არის „ნაცები“. არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი, შესაბამისად, მიხედონ თავიანთ საქმეს“, - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ.
ცნობისთვის, ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. პარტია „ახლების“ ნაწილი ფიქრობს, რომ „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ, ნაწილი კი ამ მოსაზრების წინააღმდეგია.