რეზონანსი
15.05.2026

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებით, სი ძინპინმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრისას მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. მისივე თქმით, სი ძინპინი შემოდგომაზე აშშ-ში ჩავა.

„ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის დროსაც ორი სახელმწიფოს მეთაურს შორის ღრმა კომუნიკაცია შედგა და მათ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს“, – განაცხადა ვან იმ.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ლიდერებს შორის შეხვედრა ისტორიული იყო.

ირანის საკითხზე საუბრისას ვან იმ განაცხადა, რომ ისინი მოუწოდებენ როგორც აშშ-ს, ასევე ირანს, განაგრძონ უთანხმოებებისა და დავების მოლაპარაკებების გზით მოგვარება, მათ შორის ბირთვული საკითხის.

რაც შეეხება უკრაინას, ვან იმ იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდება.

„ჩინეთი და აშშ მზად არიან, გააგრძელონ კომუნიკაცია და კონსტრუქციული როლი შეასრულონ კრიზისის პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობაში“, – აღნიშნა ვან იმ.

ტაივანის საკითხზე საუბრისას ვან იმ აღნიშნა, რომ ეს თემა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და გავლენას ახდენს მთლიან ვითარებაზე.

„შეხვედრის დროს ვიგრძენით, რომ აშშ-ის მხარეს ესმის ჩინეთის პოზიცია, მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის შეშფოთებას და, საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, მხარს არ უჭერს და არც აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობისკენ სვლას“, – განაცხადა ვან იმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×