რეზონანსი
15.05.2026

გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რომელმაც შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ამგვარი ფაქტების შემდეგაც კი, ეს სახელმწიფოები საქართველოს უკითხავენ ნოტაციებს, რაც ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასთან ერთად, ლუსტრაციაც არის.

„შემდეგ, ეს სახელმწიფოები ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს ყველაფერს სცდება და ხდება მათი ლუსტრაცია. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე, ვინ არის ჩვენი გულწრფელი მეგობარი და ვინ არის დემოკრატიას ამოფარებული ჩვეულებრივი მავნებელი," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×