
ტრაგედია დატრიალდა 14 მაისის ღამეს თბილისის მეტროში. სადგურ "სამგორში" 21 წლის ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა. გოგონა ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ახალგაზრდას თან მეგობრები ახლდნენ. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გოგონა მოულოდნელად გახდა ცუდად, ძირს დავარდა და გონება დაკარგა. ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა საათზე მეტი ცდილობდა გულის ამუშავებს, თუმცა უშედეგოდ.
გარდაცვლილი გოგონა მარიამ ტყემალაძეა. ის თსუ-ს სტუდენტი იყო და საკმაოდ წარმატებული. გოგონა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. იყო სახელმწიფო სტიპენდიატი. 20 მაისს მარიამი 22 წლის გახდებოდა.
"მარიამი თსუ-ს წარჩინებული სტუდენტი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი, ძალიან ჭკვიანი. უბედნიერესი იყო, ძალიან მიზანდასახული. ყველაფრის სათავეში იდგა, ყველას სანერვიულოს ნერვიულობდა და ყველას მაგივრად სტკიოდა სხვისი გასაჭირი, სულ გვერდში გვედგა, ყველაფრის თავი და თავი იყო ხოლმე, ძალიან აქტიური და ჩართული ყველაფერში" - უთხრეს "ამბებს" გოგონას ახლობლებმა.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე