რეზონანსი
21.05.2026

როგორც დედას ერთი დღეც არ მემეტება ჩემი შვილი ციხეში, მაგრამ, ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტი იყო - ასე ეხმაურება ლევან ხაბეიშვილის დედა, მარინა კოტრიკაძე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ენმ-ს ლიდერს ორი წლით და 6 თვთ პატიმრობა მიუსაჯა.

ხაბეიშვილის დედა ამბობს, რომ საქმე აუცილებლად წავა ევროსასამართლოში. 

კოტრიკაძემ "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან მიმართა შვილს და ლევან ხაბეიშვილს მხნეობა უსურვა. 

"მე მაინც უკმაყოფილო ვარ, ახლა მე, როგორც დედას ერთი დღეც არ მემეტება ჩემი შვილი ციხეში, მაგრამ იმ მუხლებთან შედარებით, რა მუხლებიც ჰქონდა და რა ბრალიც ჰქონდა ლევან წაყენებული, საუკეთესო ვარიანტი იყო ამ ეტაპზე. მხენდ იყავი ლევან, ღირსეულად მოიხდი ამ 2 წელს და 6 თვეს. როგორც ღირსეულად გაატარე შენ აქ გარეთ შენი ცხოვრება, გამოსვლის შემდეგ ასევე ღირსეუალდ შეძლებ გააგრძელო ცხოვრება. იმ ხალხს, ვისაც შენი იმედი და სიყვარული აქვს, მინდა, რომ შენი სიყვარული და იმედი არ დაკარგოს. ეს საქმე აუცილებლად წავა ევროსასამართლოში", - ამბობს მარინა კოტრიკაძე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე. 

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 317-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რაც შეეხება, მურთაზ ზოდელავას, პოლიტიკოსს სასჯელის სახედ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არ ესწრებოდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×