რეზონანსი
21.05.2026

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხურვალეთში დღეს დაკრძალეს.

"ნეტგაზეთი" წერს, რომ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მის გასვენებაზე დასწრების უფლება მისცეს.

აგვისტოს ომის შემდეგ ვალია ვანიშვილისა და  დათა ვანიშვილის, სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა. 

დათა ვანიშვილი 5 წლის წინ, 2021 წლის 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

2008 წლის ომის  და მავთუხლართების მსხვერპლად ქცეულ სიმბოლოს ყველა დათა პაპა სახელით იცნობდა, ის ფაქტობრივად ერთადერთი იყო, ვინც ორად გახლეჩილ ხურვალეთში არა მარტო მედიის წარმომადგენლებს არამედ პრეზიდენტებსა და საერთაშორისო მაღალჩინოსნებს ინტერვიუებს აძლევდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×