რეზონანსი
21.05.2026

„ძლიერ საქართველოში" დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა.

როგორც გიორგი სიორიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მაშინ, როცა  "ოცნებას" ქეიფებში, პრემიებში და ჯილდოებში ფული არ ენანება - "კობახიძე უტიფრად გვეუბნება, რომ ხალხის ფულის თითოეული თეთრი ძალიან აწონ-დაწონილად და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით უნდა იქნას დახარჯული". 

დიუშენის სინდრომი მიეკუთვნება იმ იშვიათ დაავადებებს, რომელთა მკურნალობასაც ყველა ნორმალური ქვეყანა, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე უზრუნველყოფს. საქართველოში ირაკლი კობახიძე ურცხვად და უტიფრად გვეუბნება, რომ ხალხის ფულის თითოეული თეთრი უნდა იქნას ძალიან აწონ-დაწონილად და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით დახარჯული. მაშინ, როდესაც ქეიფებში, რესტორნებში, ბანკეტებში, პრემიებში, ჯილდოებში ფული საერთოდ არ ენანებათ, ბიუჯეტის ფულს ფლანგავენ. „ხალხის ძალისთვის“ რომ შექმნეს ახალი ფრაქციები საკრებულოებში, 5 მლნ უჯდება ეს ბიუჯეტს, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეთა გადასახადების მიზნობრიობაზე. ეს არის ის სტანდარტი, თუ როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებას ამ ქვეყანაში, ეს არის ადამიანის სიცოცხლე, განსაკუთრებით კი ბავშვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×