რეზონანსი
21.05.2026

ნათელია, რომ „ქოცრეჟიმი“ „ეპარება“ 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას. „ასეთი ევროკავშირის წევრობა არ მინდა“ კობახიძის ღია წერილით მკაფიოდ ითქვა და სულ უფრო აქტიურად ხმოვანდება „ქოცების“ მიერ,-ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და მკაფიოდ განაცხადონ, როგორი საქართველო სურთ.

„26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და უფრო ხმამაღლა, უფრო მკაფიოდ განვაცხადოთ, როგორი საქართველო გვინდა და როგორ დავიბრუნებთ სამშობლოს! გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!“ - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში?!“

მან საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „ასეთ ევროკავშირს ამადლის“, რაც ვერ იქნება გამართლებული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს „სხვანაირი ევროკავშირი“ სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×