რეზონანსი
21.05.2026

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა.

სხდომაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გაიმეორა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ბაჩანა ახალაიას მეუღლემ. ანი ნადარეიშვილის განცხადებით, მოწმის სახით მანდატურის თანამშრომლები და ბადრაგი გამოიკითხეს.

"ბაჩომ იგივე სიტყვები გაიმეორა, რომ მისი ღრმა რწმენით სხვა გამოსავალი, ამ ქვეყანას არ აქვს. მოწმის სახით მანდატურები არიან დაკითხულები - ეს არის მტკიცებულება. იყვნენ ბადრაგის თანამშრომლები, რომელიც ვცანით. არაფერს ამბობენ გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიამ თქვა ეს ფრაზა", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდების ფაქტზე უკვე წარდგენილი აქვს, თუმცა ბაჩო ახალაია ბრალდებას არ აღიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×