რეზონანსი
21.05.2026

 წელს ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გეზ­რუ­ლის სკო­ლას ერ­თა­დერ­თი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰყავს - "ბოლო ზარი" მხო­ლოდ ერთი მოს­წავ­ლის­თვის - ლე­ი­ლა კი­ლა­ძის­თვის და­ი­რე­კა.

ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკო­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი" წერს და ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს:

"ბოლო ზარი გეზ­რუ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში!​

დღეს ჩვენს სკო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სევ­დი­ა­ნი და ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო დღეა. წელს "ბოლო ზარი" მხო­ლოდ ერთი მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლის­თვის - ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლე­ი­ლა კი­ლა­ძის­თვის და­ი­რე­კა!​

შე­იძ­ლე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში მარ­ტო იჯდა, მაგ­რამ მის ზურგს უკან მთე­ლი სკო­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და მხარ­და­ჭე­რაა.​

ლე­ი­ლა არის გო­გო­ნა, რო­მელ­მაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს თავი შე­აყ­ვა­რა თა­ვი­სი:​ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და სწავ­ლი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სით;​ ბე­ჯი­თი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ხა­სი­ა­თით;​თბი­ლი ღი­მი­ლი­თა და იმ ენერ­გი­ით, რომ­ლი­თაც სკო­ლის ყო­ველ დღეს აფე­რა­დებ­და.​

სკო­ლის წლე­ბი დას­რულ­და, ახლა კი ახა­ლი, დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დროა!

წინ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბია.

ჩვე­ნო ლე­ი­ლა, გეზ­რუ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­ხე­ლით, გი­სურ­ვებთ დიდ წარ­მა­ტე­ბას! ჩვენ მტკი­ცედ გვჯე­რა შენი ნი­ჭის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და ძა­ლე­ბის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ და­სა­ხულ მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ და კი­დევ ბევ­რჯერ გვა­სა­ხე­ლებ.​გზა მშვი­დო­ბი­სა, ჩვე­ნო ერ­თა­დერ­თო და გა­მორ­ჩე­უ­ლო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×