
"წითელი ჯვრის" განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამი მოხალისე გარდაიცვალა, რომლებიც, სავარაუდოდ, მარტში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ებოლას ვირუსით დაინფიცირდნენ. ინფორმაციას CBS NEWS-ი ავრცელებს.
"სავარაუდოა, რომ ალიკანა უდუმუსი ავგუსტინი, სეზაბო კატანაბო და აჯიკო ჩანდირუ ვივიანი ებოლას ვირუსით დაინფიცირდნენ 27 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ებოლასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში გვამებს ანადგურებდნენ," - ნათქვამია IFRC-ის განცხადებაში.
მედიის ცნობით, ცენტრალური აფრიკის ქვეყანა მომაკვდინებელი ვირუსული დაავადების აფეთქებამ მოიცვა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო შეშფოთების მქონე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.