რეზონანსი
24.05.2026

ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა „სარკასტიკას“ სტუმარი იყო. წამყვანების კითხვას, რატომ აღარ მეგობრობს სალომე შარვაძესთან, ნანუკამ უპასუხა, რომ სალომეს თვლის დად და ამ ეტაპზე დასთან გაბუტულია.

„სალომე შარვაძე არის ჩემი მეჯვარე, ჩემი ნინას ნათლია. მე ჩემს უახლოეს მეგობრებს (მათ შორის სალომე „ტოპია“) ვეძახი ჩემს დებს. ამას უბრალოდ არ ვამბობ, მთელი ჩემი შეგრძნებით და გულით ისინი არიან ჩემი დები. ჩემი დების გაბუტვებს თქვენთან ვერ მოვყვები... დებს შორის რომ ხდება კინკლაობა, ორივე დამნაშავეა“, – ამბობს ნანუკა.

გადაცემის წამყვანმა, გიორგი ნაზღაიძემ გავრცელებული ამბავი გააჟღერა. 

„გავრცელებული ამბით, გაირკვა, რომ სალომეს შენზე ზურგს უკან რაღაცები ულაპარაკია, ეს გითხრეს და გული გეტკინა“.

რაზეც ნანუკამ უპასუხა:

„არაა სწორი, როგორც მე დედამიწის ზურგზე ვერ მათქმევინებს ვერავინ სალომეზე ცუდს, ისე სალომე რომ აწამონ, ფიზიკურად ცუდს ვერ იტყვის ჩემზე“.

ფორტუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×