რეზონანსი
25.05.2026

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან შეთანხმება „ძირითადად მოლაპარაკებულია“ და დეტალები მალე გამოცხადდება, მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა.

„ბიბისის“ ცნობით, მსოფლიო ბაზარზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 5.5%-ით დაეცა და ერთ ბარელზე 97.9 აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს, ნავთობის ფასი 5.8%-ით დაეცა და 90.99 აშშ დოლარს მიაღწია.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა იაპონიის საფონდო ბირჟაზეც. „ბიბისის“ ინფორმაციით, იაპონიაში Nikkei 225-ის საფონდო ინდექსმა პირველად ომის დაწყების შემდეგ 65 000-ს გადააჭარბა და 2.9%-იანი ზრდა აჩვენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×