რეზონანსი
25.05.2026

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, გადადგეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო მანდატი იწურება და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ვადაზე ადრე გადადგეს.

„შესაძლოა, მალე გადავდგე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს პეკინში ვიზიტის დაწყებისას.

ამასთან, ვუჩიჩმა სერბეთში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და მას „შინაარსს მოკლებული“ უწოდა.

„მოკლებულია გააზრებულ შინაარსს, ცარიელია და არც განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ცნობისთვის, სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წელს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სტუდენტური აქციები მასობრივ ანტისამთავრობო მოძრაობაში გადაიზარდა. ოპოზიცია და აქტივისტები ხელისუფლებას კორუფციასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×