რეზონანსი
25.05.2026

გიორგი კანდელაკი ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან ძალები ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც არ უნდა საქართველოში სწორი მიმართულებით მოვლენების განვითარება

„როდესაც საუბარია სანქციების გვერდის ავლაზე, ყველას მინდა, შევახსენო, რომ იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები ირანთან არის შემდეგი - ჩვენგან ექსპორტი არის 0,5 პროცენტი საერთო ექსპორტში და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. ასეთ დროს, როდესაც ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, არის ჩვეულებრივი ღალატი. ამას ღალატზე მეტს ვერაფერს დაარქმევ. ყველა გზავნილი, რომელიც გაჟღერებული იყო ამ ანგარიშში არის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. ინტერესი არის დავალების შესრულება. დაკვეთის შესრულება. არიან ძალები ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც არ უნდა საქართველოში სწორი მიმართულებით მოვლენების განვითარება. უნდათ, რომ ამ სიყალბით შექმნან განსხვავებული ტენდენციები. ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის მივცემთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×