რეზონანსი
25.05.2026

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ისინი საქართველოში გუშინ, 24 მაისს, ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა ასევე იგეგმება რელიგიურ ლიდერებთან.

„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე, ასევე ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდაზე“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დელეგაციის შემადგენლობას არ აკონკრეტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×