
კანდელაკის და ვუდსონის როლი არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ საქართველო და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მიისვე თქმით, იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჰყავს მოქალაქეები, რომლებიც შიიტური აღმსარებლობის არიან, ოპოზიციის წარმომადგენლები იყენებენ მანიპულაციურად.
„თვითონ ის ფაქტი რომ საქართველოში ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც შიიტური აღმსარებლობის არიან, ამ ფაქტსაც კი იყენებენ მანიპულაციურად იმისთვის, რომ ეს უარყოფითი იმიჯი შეუქმნან საქართველოს და დააზიანონ ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების - ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.
კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.