რეზონანსი
25.05.2026

 პარტია "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას ეხმიანება, რომლითაც ის ქართველ ხალხს მორალს უკითხავს.

ქართველიშვილის განცხადებით, დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსნობისთვის დათმო და შესაბამისად, მას არ აქვს უფლება, ქართველ ხალხს ჭკუა დაარიგოს და მორალი უკითხოს.

"ხატია დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გამხდარიყო. ეს მოღალატე, საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეობის დამთმობი, მიმგდები ქალი დღეს გამოდის და ქართველ ხალხს მორალს და ჭკუას უკითხავს,"- წერს ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×