რეზონანსი
25.05.2026

 "კიევიდან ამერიკელი დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს" - რას გეგმავს რუსეთი? - სერგეი ლავროვი მარკო რუბიოს ესაუბრა

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სერ­გეი ლავ­რო­ვი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს, მარ­კო რუ­ბი­ოს ესა­უბ­რა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მარ­კო რუ­ბი­ოს აც­ნო­ბა, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სის­ტე­მა­ტურ დარ­ტყმებს იწყებს კი­ევ­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე.

ასე­ვე, ლავ­როვ­მა აღ­ნიშ­ნა რე­კო­მენ­და­ცია, რომ კი­ე­ვი­დან ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის ევა­კუ­ა­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით, სერ­გეი ლავ­როვ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აც­ნო­ბა ამე­რი­კულ მხა­რეს, რომ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი­ე­ვის რე­ჟი­მის მიერ მიმ­დი­ნა­რე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი კი­ევ­ში მდე­ბა­რე იმ ობი­ექ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ ცენ­ტრებ­ზე, სის­ტე­მა­ტურ და თან­მიმ­დევ­რულ დარ­ტყმებს იწყებს", - აცხა­დებს რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა.

ამას­თან, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ამე­რი­კელ კო­ლე­გას "2025 წლის აგ­ვის­ტო­ში, ან­კო­რი­ჯში, უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი შე­ახ­სე­ნა".

"მი­ნის­ტრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა, რომ ევ­რო­პე­ლი ელი­ტე­ბი­სა და კი­ე­ვის რე­ჟი­მის თავ­ხე­დუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა ძირს უთხრის ამ შე­თან­ხმე­ბებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×