რეზონანსი
26.05.2026

„ერთად ვგეგმავთ - ერთად ვცვლით“ - „ოპოზიციის ალიანსი“ თბილისში დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება. პოლიტიკური ლიდერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ, რომელიც 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყება და მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს. 

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ გამძლეობაზე ტესტი უკვე ჩაბარებულია და ახლა მთავარია, პროტესტში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. 

„დღეს იქნება ბევრი ხალხი, დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთ-ერთი სურვილია, რომ მარკო რუბიოს აქედან მივესალმოთ იმიტომ, რომ თვითონ მოგვესალმა ერევნიდან. სამწუხაროდ, ის აქ არ არის და გასაგებია რატომაც და ჩვენც აქედან მას უნდა მივესალმოთ, მაგრამ არა მხოლოდ მას, ჩვენ ყველა მეგობარს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს. ჩვენ ერთად უნდა შევცვალოთ, ერთად ვგეგმავთ - ერთად ვცვლით, ერთად ვმოქმედებთ - ერთად გადავარჩენთ ამ ქვეყანას. ამიტომ, ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სიტყვაა ამჯერად ერთად და ბევრნი. გამძლეობაზე ტექსტი ჩაბარებულია, ახლა რაოდენობაა მთავარი“, - ამბობს ნიკა გვარამია. 

კოალიცია „ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, მსვლელობას უნდა შეუერთდეს ყველა მოქალაქე, რომელსაც თავისუფალი, დამოუკიდებელი, წარმატებული ქვეყანა სურს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, თუ მოქალაქეები ერთად არ დადგებიან, ყველა ის უსამართლობა, რაც მათ აწუხებთ, კიდევ უფრო გაუარესდება. „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ეს პროტესტი გარდაიქმნას რეჟიმის ცვლილებად, მნშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი გარდაიქმნას პოლიტიკურ, ორგანიზებულ პროცესად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×