
ბელგიაში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა ბელგიის ქალაქ ბუგენჰაუტში მოხდა. ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, VRT-ის ცნობით, ავტობუსში შვიდი მოსწავლე და ორი ზრდასრული იმყოფებოდა.
ინციდენტზე კომენტარი გააკეთა ბელგიის იუსტიციის მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა. მისი თქმით, ტრაგედიის აღსაწერად „სიტყვები უძლურია“.
„გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადე ყველა დაზარალებულს, ბავშვებს, მათ ოჯახებს და ყველას, ვინც დღეს ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალდა. მადლობა სასწრაფო დახმარების სამსახურებს და პოლიციას მათი სწრაფი ჩარევისა და ადგილზე გაწეული მუდმივი ძალისხმევისთვის“, - განაცხადა ვერლინდენმა.