რეზონანსი
26.05.2026

მარკო რუბიო სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩაფრინდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

როგორც სომხური მედია წერს, რუბიოს ვიზიტი სომხეთში ხანმოკლე იქნება და ის ზვართნოცის აეროპორტს, ფაქტობრივად, არ დატოვებს.

როგორც ცნობილია, აეროპორტში მარკო რუბიო არარატ მირზოიანთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელს.

მარკო რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩაფრინდა, სომხეთიდან კი ვაშინგტონში გაემგზავრება.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×