რეზონანსი
26.05.2026

"ეს არის ჩვენს თვითმყოფადობასთან დაკავშირებული დღე, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ერი, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი კულტურა, ისტორია, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ" - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გუნდის წევრებთან ერთად, გურიაში ჩავიდა, სადაც საზეიმო ღონისძიებების მასპინძელი განათლების სამინისტროა.

"ჩვენ ვზრდით შვილების ისე, რომ მათ ღირსეულად გააგრძელონ ამ ქვეყნის მომავალი და ასეც იქნება ყოველთვის. იმიტომ, რომ საქართველოს ძალიან დიდი მომავალი აქვს. გურიასთან ერთად აღვნიშნავთ ძალიან დიდი სიხარულით დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ, ოზურგეთიდან მივულოცავთ სრულიად საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს," - აცხადებს გივი მიქანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×