რეზონანსი
26.05.2026

საიდან შეაქანა, [სალომე ზურაბიშვილს] ვერ გეტყვით - ასე პასუხობენ "ოცნების" წევრები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, რომელმაც გუშინ Facebook live-ში თქვა, რომ "ქართული ოცნება" დაშლისკენ მიდის".

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არასერიოზულია. 

სალომე ზურაბიშვილი ამას რომ ამბობს, მე ვერ გეტყვით, საიდან შეარყია, საიდან მიიღო ეს ინფორმაცია - საიდან შეაქანა მე ვერ გეტყვით.  ეს რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, არასერიოზულია ამ ქალბატონის განცხადებები" -  ამბობს ლევან მახაშვილი.

,,ოცნებაში" მეხუთე პრეზიდენტის განცხადებებს დღეს ტყუილი და უმნიშვნელო უწოდეს. დავით მათიკაშვილი ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ტყუილის მეტს არაფერს საუბრობს. 

საერთოდ არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სალომე ზურაბიშვილის შეხედულებები. ტყუილის მეტს ეს ქალბატონი არაფერს არ საუბრობს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი. 

ზურაბიშვილს უპასუხა ასევე გიორგი კახიანმაც - ის ირწმუნება, რომ დაშლისკენ არა "ოცნება" არამედ რადიკალური ოპოზიცია მიდის. 

თუკი რაიმე შეფასების და ანალიზის გაკეთება შეუძლია ადამიანს, დაინახავს, რომ დაშლისკენ მიდის ის რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც დღემდე ცდილობს, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს. თუკი ვინმე იშლება, იშლება სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია. ეს ძალიან კარგი არის ქვეყნისთვის", - ამბობს გიორგი კახიანი. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დაშლისკენ მიდის, პარტიაში კი დიდი აურზაური და უნდობლობა სუფევს. ამის შესახებ მან Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×