რეზონანსი
26.05.2026

გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს, ახლა გვჭირდება აუცილებლად რაოდენობის ტესტის გავლა, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, "ეს არის ერთგვარი ახალი ტალღა, რომელიც, იმედია, პროტესტის გადატვირთვას გამოიწვევს და რაღაც ახალ ენერგიას შემოიტანს".

"გამძლეობაზე ტესტი ჩაბარებული გვაქვს. წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც ეს პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს. ახლა გვჭირდება აუცილებლად რაოდენობის ტესტის გავლა. ერთმანეთიც უნდა დავინახოთ, მსოფლიომაც უნდა დაგვინახოს და ქართველებმაც უნდა დაგვინახონ - ემიგრანტებმაც, აქაც, ვინც რეგიონებშია და.შ. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. ერთად ვგეგმავთ, ერთად ვიმარჯვებთ. აუცილებელია ჩვენი კომუნიკაცია ერთმანეთთან," - განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×