რეზონანსი
26.05.2026

ეს რადიკალებისთვის დამახასიათებელი ამბავია, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავის აღნიშვნის საკითხზე შეურაცხმყოფელი განცხადებების შეფასებისას.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მიუღებელია ტრადიციები, ეკლესია, სარწმუნოება.

„ოპოზიციისთვის მიუღებელია ტრადიციები, ეკლესია, ჩვენი სარწმუნოება და ამ ყველაფერს ებრძვიან. მათი განცხადებები და გამოხტომები არ არის შემთხვევითი ამბავი", - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველომ დღეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წელიც აღნიშნა. ეს კი ოპოზიციისთვის გაღიზიანების მიზეზი გახდა - მათ ამ თემაზე სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ პოსტებიც გამოაქვეყნეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×