რეზონანსი
27.05.2026

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და შვეიცარიას ორმხრივი ურთიერთობების მდიდარი ტრადიცია აქვთ. ამასთან, გი პარმელინი ქვეყნებს შორის კავშირების განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„შვეიცარიის ფედერალური საბჭოსა და შვეიცარიელი ხალხის სახელით, გულთბილად გილოცავთ პირადად თქვენ და თქვენს თანამოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ასევე, მინდა გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის.

საქართველოსა და შვეიცარიას ორმხრივი ურთიერთობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. საერთაშორისო სამართლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა კვლავაც რჩება ჩვენს საუკეთესო ორიენტირად ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მომავალ წლებში კონსტრუქციულად განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×