
გორში, პოლიციის მიერ ნაცემი კაცი 28 წლის პაპუნა ლოცუაშვილია - ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია. ამის შესახებ მედიას მისმა მეგობარმა, ლაშა აბისონაშვილმა უთხრა.
აბისონაშვილი პოლიციის მიერ ნაცემი მეორე პირია, კაცი, რომელიც ამბობს, რომ გორში მისი მეგობრის და შსს-ს თანამშრომლების გაშველებას ცდილობდა.
მომხდარის თვითმხილველმა მედიას პოლიციის მიერ მიყენებული დაზიანებებიც აჩვენა. ამბობს, რომ მის მეგობარს, რომლსი ადგილსამყოფელიც არ იცის, სავარაუდოდ, ბევრად მეტი დაზიანება ექნება.
მეც მაქვს დაზიანება . ეგრევე მაგ ჩხუბის მერე გამიშვეს. არსად არვყიოფილვარ განყოფილებაში, ჩემი ძმაკაცი არვიცი, ძაან ცუდად იქნება ჩემი ძმაკაცი ალბათ, მე რა დამმართეს და წარმომიდგენია. ვინც მოვიდა და ვინც გამოიძახეს, სულ ყველამ სცემა. ჩემი დაკავება არც უნდოდათ, ეს გაუშვითო. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს - გაა**ვი აქედანო. ჩემმა მეგობარმა თქვა, მანქანა მომიშვა და ხელი გამომიქნიაო. [ჩემმა მეგობარმა] მან უთხრა, „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობ, ადვოკატს დავურეკავო და მაგაზე უფრო გახდნენ აგრესიულები“, - განაცხადა ლაშა აბისონაშვილმა." - ამბობს აბისონაშვილი.
გორში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.