რეზონანსი
27.05.2026

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალინდელ შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების სტრატეგიის საკითხს განიხილავენ , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კვიპროსში დაგეგმილ ხვალინდელ არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების წინაპირობებს განიხილავენ.

წყაროების ცნობით, ევროკავშირის ხედვას მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი წარადგენს.

ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ კალასის მოთხოვნები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის ჯარების ყოფნის აკრძალვას, ასევე, რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ კიბერ მოქმედებების, დრონებისა და დეზინფორმაციული აქტივობების დასრულებას მოიცავს.

ამასთან, ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროპული კონსენსუსი არ არსებობს.

„უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ არ არსებობს ერთიანობა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთთან მომავალი ურთიერთობების მიმართ მიდგომა“, - აღნიშნა დიპლომატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×