
როგორც მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა აღნიშნა, ურთიერთობის დასრულება მხოლოდ ერთი მხარის ბრალი არ არის და ორივე მათგანი დამნაშავეა. მან საკუთარი ოჯახის დანგრევაზე გადაცემაში "სხვა ნანუკა" ისაუბრა:
„მარტივი, ზედაპირული რაღაცები რომ გროვდება, მერე უკვე ძალიან დიდი ცუდი რაღაც ხდება. ემატება, ემატება ერთმანეთს, შენი ჩადიხარ ფსკერზე და იქ ფართხალებ. ტვინში არასდროს მქონდა დაშვებული რომ ბებიაჩემი მოკვდებოდა და ოჯახი რომ დამენგრეოდა. ეს ორი რაღაც უცნაურად მქონდა ჩაკეტილი.
ყველაფერს შევძლებთ და გამოვა მეთქი დიდხანს ვამბობდი.
მეც ძალიან ბევრ რამეში ვარ დამნაშავე და ისიც. ფიზიკურად ეს ყველაფერი როდესაც უკვე ტოქსიკური გახდა და ბავშვებმაც იგრძნეს ეს. ჩემთვის ამ დროს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვები იყო. მეშინოდა, რომ ბავშვები ინერვიულებდნენ. შემდეგ ვთქვი, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და რატომ არ უნდა ვიყოთ კარგად, მეც
და ეს ბიჭიც. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან სხვა გზა არ იყო“, – ამბობს რუსკა მაყაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე