
ნანუკა გულუამ გამომწერებს სოციალურ ქსელში ფოტო გაუზიარა, სადაც წერს, რომ უკვე 10 კილო დაიკლო. ბოლო პერიოდში მისი წონა 120 კილოგრამს შეადგენდა.
როგორც ცნობილია, მსახიობმა პროექტი - „მე შემიძლია“ დაიწყო, რომელიც მაყურებელს წონის კლებისა და ცხოვრების წესის შეცვლის პერსონალურ გამოცდილებას უზიარებს.
„გამოვაცხადეთ ქასთინგი და სულ რაღაც ორ დღეში 500-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ. საბოლოოდ შევარჩიეთ ოთხი ადამიანი, რომლებთან ერთადაც ამ მარათონს მეც გავივლი. ამ ეტაპზე 120 კილოგრამს ვიწონი და ამ გუნდის ლიდერი ვარ. ჩვენ სამუდამოდ ვცვლით კვებისა და ცხოვრების რეჟიმს და თქვენ ამას ყველაფერს ნახავთ გადაცემაში“, - ამბობდა ნანუკა გულუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე