რეზონანსი
29.05.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთი ახალ მასირებულ სარაკეტო იერიშს ამზადებს.

„გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებს. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშს. ჩვენი სამსახურები მზადყოფნაში არიან. საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სხვა სტრუქტურები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომელიც შეთანხმებებს სრულად ასრულებს. ამასთან, ზელენსკი განმარტავს, რომ პროგრამა, რომელიც უკრაინისთვის სარაკეტო შეიარაღების შეძენას ეხება, სრულად უნდა ამოქმედდეს, რაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როგორც ამერიკას, ისე ევროპას ეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×