რეზონანსი
30.05.2026

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია შეხვედრებს კახეთში განაგრძობს. როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა განაცხადა, შეხვედრები ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი დიალოგის დამკვიდრებას ემსახურება.

მისივე განცხადებით, ორგანიზაციის წევრები აპირებენ, რომ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას, თითოეულ რეგიონში დაბრუნდნენ და ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეები განიხილონ.

"ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჯერადი ხასიათის, არამედ, ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის ასე ვთქვათ, დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში.

რაც შეეხება სამუშაო პროცესის გაგრძელებას, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავბრუნდეთ თითოეულ რეგიონში უკვე სამუშაო პროცესში და გავიაროთ ის იდეები, რაც ახალგაზრდების მიერ გაჟღერდა," - განაცხადა გრიგოლიშვილმა სიღნაღში, კონფერენციის დაწყებამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×