
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.
აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა.
სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოქალაქე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას", - აღნიშნა ლაშა მაღრაძემ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, სუს-ში ბრიფინგი 11:00 საათზეც გაიმართა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა.