
მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების მოსმენა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, წერს სოციალურ ქსელში.
მეტრეველი აღნიშნავს, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ბერა ივანიშვილის აქტიურმა ჩართულობამ ახალგაზრდებთან მუშაობაში, დიდი წვლილი შეიტანა „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. მეტრეველი დარწმუნებულია, რომ ცოტნე ივანიშვილი შეძლებს ახალგაზრდებთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და მათ უფრო მეტად აქტიურ ჩართულობას დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების მოსმენა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია. ასევე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ბერა ივანიშვილი აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდებთან მუშაობაში და ჩემი შეფასებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში.
დარწმუნებული ვარ, ცოტნე ივანიშვილიც შეძლებს ახალგაზრდებთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათი ინტერესების მოსმენას და მათ უფრო აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ მის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო ინკლუზიური იქნება“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.