
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ამერიკა ეძებს საშუალებას, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინის დახმარებას შეძლებს.
როგორც პენტაგონის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ახარებს ის ფაქტი, რომ ევროპა უკრაინის დახმარების საკითხში გააქტიურდა. ჰეგსეტი აღნიშნავს, რომ ამერიკაც დაეხმარება უკრაინას, რითაც შეუძლია.
„უკრაინას დავეხმარებით იმით, რითაც შევძლებთ. თუ ვნახავთ, რომ ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია, დავეხმარებით. ევროპის ერთგულება ამ საკითხისადმი მამხნევებს. შეხედეთ უკვე გამოყოფილი თანხების მოცულობებს. ევროპა გააქტიურდა, ხოლო უკრაინამ ამ პროცესში საკუთარი თავი უფრო უკეთესად წარმოაჩინა. გვინდა, რომ მათ თავი დაიცვან. ჩვენ ვიპოვით საშუალებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი დახმარება შეგვიძლია“, - განაცხადა ჰეგსეტმა.