რეზონანსი
30.05.2026

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ რადიკალებთან დაკავშირებით.

აბაშიძის თმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება აქვთ, ვინაიდან არ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რომ იყვნენ პარლამენტში, საკრებულოებში და ა.შ.

„მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები, თვითონ მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და ძალიან ადეკვატურ შეფასებას აძლევს“, - აღნიშნა მან.

ზურაბ აბაშიძის თქმითვე, ადამიანებს, რომლებიც მათ კონსულტაციებს უწევენ, გარკვეულ რჩევებს აძლევენ გარედან, არ აქვთ ადეკვატურად დანახული, შეფასებული თუ რა ტიპის ქვეყანასთან აქვთ საქმე, რა საზოგადოება ცხოვრობს საქართველოში, რა მისწრაფებებზე, რა ღირებულებებზეა ეს ყველაფერი დაფუძნებული.

„ქართველი საზოგადოების უმეტესი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მართლმადიდებელია, ზოგი შეიძლება არა, მაგრამ ერთიანდება გარკვეული ღირებულებების გარშემო. როდესაც არის მაგალითად, ოჯახის პატივისცემის დღე, იგივე პატრიარქის გარშემო. ეს ყველაფერი არის ღირებულებები, რომლებსაც ვერ დაანგრევენ. ასე მოვიდა, 1700 წელია საქართველო ამ გზით დადის. 1700 წელი ვერაფერი მოხდა და ახლა პერიოდშიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერაფერს იზამენ“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×