რეზონანსი
30.05.2026

ბუდაპეშტში, „პუშკაშ-არენაზე“, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა შარშანდელი გამარჯვებულის და დღევანდელი მატჩის ფავორიტად მიჩნეული „პარი სენ-ჟერმენის“ კარში გატანილი სწრაფი გოლით დაიწყო: მიმდინარეობდა პირველი ტაიმის მე-6 წუთი, როდესაც კაი ჰავერცმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერი დარტყმით კარის ძელს ოდნავ ქვევით გაუტანა მატვეი საფონოვს.

გოლის შემდეგ, „არსენალმა“ იდეალურად დაიცვა თავი და „პარი სენ-ჟერმენს“, რომლის ლიდერებიც არცთუ კარგად გამოიყურებოდნენ, ტაიმის მოგება შეძლო. შეხვედრის 62-ე წუთზე კრისტიან მოსკერმა საჯარიმოში შეჭრილი ხვიჩა კვარაცხელია მოცელა და მცირე პაუზის შემდეგ „არსენალის“ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. უსმან დემბელემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. „არსენალმა“ მდგომარეობის გამოსწორება და შეტევაში გადასვლა სცადა, მაგრამ პარიზელებმა თავი დაიცვეს, ერთ-ერთი სწრაფი კონტრშეტევისას კი ხვიჩა კვარაცხელიამ ნახევარი მინდორი სწრაფად გაირბინა და მეკარის საჯამო მოედნის მარცხენა კუთხესთან ახლოს მყოფმა ძლიერად დაარტყა. ლონდონელები გოლისგან ძელმა იხსნა.

ძირითადი დროის ამოწურვამდე, პარიზელებმა კიდევ ორი მსგავსი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ ჯერ „არსენალის“ მეკარემ აართვა ბურთი სუფთად კვარაცხელიას ნაცვლად შესულ ბრედლი ბარკოლას, შემდეგ კი თავად ბარკოლამ დაარტყა არაზუსტად. დამატებით დრო ორმხრივ იერიშებში წარიმართა, მაგრამ გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. პენალტების სერიაში პარიზელებმა იმარჯვეს. ლონდონელებმა მეორე და მეხუთე პენალტი კარს ააცილეს, მათმა მეკარემ კი პარიზელების დარტყმული ხუთი თერთმეტმეტრიანიდან ერთის (მესამის) მოგერიება შეძლო, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „არსენალი“ დ.დ. 1:1(0:1, 1:1); პენალტები 4:3

ხვიჩა კვარაცხელია, კახი კალაძის შემდეგ, მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×