
ორიოდე დღის წინ ქორეოგრაფი თეა დარჩია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. სოციალურ ქსელში, მისი სტუდიის - Tedasi Studio გვერდზე გამოქვეყნებულ რეპეტიციის ვიდეოებს საზოგადოების ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა სტუდიის გვერდზე გამოჩნდა მშობლების მხარდამჭერი ვიდეობიც.
ბოლოს მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს თავად თეა დარჩიაც გამოეხმაურა.
"მადლობა ტკბილო ქართველებო, ადამიანებო, მეგობრებო, მშობლებო, ბავშვებო... თქვენმა სიყვარულმა მე, გულის გახეთქვას გადამარჩინა… ვერ წარმოიდგენთ რამხელა შვება, გადარჩენა და სიცოცხლის ძალა ხართ თქვენ ჩემთვის. მადლობა გვერდში დგომისთვის და უპირობო სიყვარულისთვის. ღმერთს მადლობა, რომ ასეთები მყავხართ… თქვენ რომ არა, მე მოვკვდებოდი," - წერს თეა დარჩიას ცეკვის სახელოსნო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე