რეზონანსი
31.05.2026

ეს უბრალოდ დაუჯერებელია, ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მათ გამარჯვება დაიმსახურეს.

„ვამაყობ, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ. რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ ყველამ ნახა როგორ დავასრულეთ. 11-მეტრიანების სერიაში გამართლება საჭიროა, თუმცა ასევე ბევრი ვარჯიშიც არის საჭირო და ჩვენ ეს გავაკეთეთ. გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით. რაც შეეხება ტრავმას, ფეხი ორი დღის წინ ვარჯიშზე დავიზიანე და მტკიოდა, თუმცა ქართველები მებრძოლები ვართ და არასდროს ვნებდებით“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×