რეზონანსი
31.05.2026

ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ფეიკ-ნიუსებია, - განაცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ შეერთებული შტატები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას, ფლოტს, საჰაერო ძალებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ხელმძღვანელობას სრულად გაანადგურებდა და ირანი იძულებული გახდებოდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა, ზოგიერთი ამერიკული მედიასაშუალება ამ შემთხვევაშიც კი ირანის სასარგებლოდ გააშუქებდა მოვლენებს.

„მათ სამხედრო ძალა აღარ აქვთ. ერთადერთი, რაც დარჩათ, კარგი ლაპარაკი და ფეიკმედიაა. ფეიკ ნიუსები ალბათ მათი ყველაზე დიდი აქტივია", - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×