რეზონანსი
31.05.2026

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული

პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

უწყების ინფორმაციით, ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოსა და საზოგადოების სამსახურს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×