რეზონანსი
31.05.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალურ გამოწვევებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას.

„აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში ICDO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის რანგში. ხაზი გაესვა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას სასწავლო პროგრამებისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებაში.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე სამოქალაქო თავდაცვის სისტემების განვითარებაში, ბუნებრივი კატასტროფის რისკების შემცირების ხელშეწყობასა და საგანგებო სიტუაციებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებაში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×