
ორი თვეა აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას", სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეს მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, აქციაზე იყვნენ ერთი მუჭა ადამიანები გამოსული, უთავბოლო, ყოველგვარი ორგანიზებისგან დაცლილი და როგორც შეიკრიბნენ, ისევე დაიშალნენ.
მათიკაშვილმა ასევე ისაუბრა გიორგი კანდელაკის ფეისბუქ-პოსტზეც.
„კანდელაკი თანამედროვე შულავერის კომიტეტის პერსონაჟია ხაზგასმით ცნობილი, რომელსაც შეუძლია მუხლმოდრეკით შემოიაროს მთელი მსოფლიო, კაბინეტები, ოღონდ რაიმე ფორმით თავის ქვეყანას ავნოს. ყველაფერს იკადრებს, ყველანაირ ტყუილს დაწერს. იმედის მომცემ პოლიტიკურ ნიადაგზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, ეს ძალიან აწუხებთ ცალკეულ ძალებს", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.