რეზონანსი
31.05.2026

დღეს ბა­თუმ­ში, ბო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქუ­ჩა­ში მყოფ მა­მა­კაცს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. 45 წლის რო­ლანდ (რო­ლი­კა) და­ვი­თა­ძეს უც­ნობ­მა პირ­მა 7-8-ჯერ ეს­რო­ლა. მან ჭრი­ლო­ბა სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მი­ი­ღო. მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი აცხა­დებს, რო­ლი­კა და­ვი­თა­ძემ მე­უღ­ლე და შვი­ლი სა­ლონ­ში მი­ა­ცი­ლა, რის შემ­დე­გაც მათ ქუ­ჩა­ში ელო­დე­ბო­და და სწო­რედ იმ დროს ეს­რო­ლეს.

"სა­ლონ­ში მი­ა­ცი­ლა ცოლი და შვი­ლი, იქვე სა­ლო­ნის წინ ეს­რო­ლეს. მე­უღ­ლე და შვი­ლი კარ­გად არი­ან. არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ გვაქვს, არც სა­ვა­რა­უ­დო, რა­ტომ ეს­რო­ლეს. "ჯე­ო­სელ­ში" მუ­შა­ობ­და," - უყ­ვე­ბა ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი  "პალიტრავიდეოს".

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×