რეზონანსი
02.06.2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ  „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს თუ განაგრძობს, ისრაელი ბეირუთში, დაჰიეს რაიონს დაარტყამს.

„აღარ იქნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც ბეირუთი მშვიდად იქნება, ვიდრე ისრაელის დასახლებული ადგილები შეტევის ქვეშაა“, – განაცხადა კაცმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ-ის თხოვნით, თავდაცვის ძალები დღემდე თავს იკავებდნენ ბეირუთში მასშტაბური დარტყმებისგან.

კაცის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს „ჰეზბოლაზე“ საპასუხო დარტყმების გეგმა სატელეფონო საუბრისას გააცნო, „ამერიკელებმა კი ეს პრინციპი მოიწონეს და ლიბანის მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობეს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×