რეზონანსი
02.06.2026

პეტერ ფიშერის სახით ველოდებოდით გერმანელ დიპლომატს და საბოლოოდ მივიღეთ გია ხუხაშვილის უარესი ვარიანტი, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.

მისივე თქმით, ფიშერის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ის არა მხოლოდ ძალიან ცუდი დიპლომატია, არამედ ძალიან ცუდი ანალიტიკოსიცაა.

„ფიშერის განცხადებები აჩვენებს იმ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას, რომელიც მას ზოგადად, კავკასიის რეგიონის მიმართ გააჩნია. ის პირები, ვინც მას ტაშით ეგებებოდნენ, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ ასეთი აზროვნება მათთვის მისაღებია თუ არა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×