რეზონანსი
02.06.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და ქვეყნის მართვაში „სულ უფრო აქტიურად ერთვება".

ამის შესახებ რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობ, არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ის, ამა თუ იმ დონეზე, სულ უფრო მეტად ერთვება პროცესებში", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მოჯთაბა ხამენეი საზოგადოების წინაშე მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ომის დასაწყისში მომხდარი თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო.

აღნიშნულ თავდასხმას მისი მამა, ალი ხამენეი და ქვეყნის რამდენიმე სამხედრო ლიდერი ემსხვერპლა.

უზენაესი ლიდერის საჯარო სივრციდან გაუჩინარებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ირანის მმართველ სტრუქტურაში მისი რეალური როლის შესახებ მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×